2015-09-08

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ -ის განცხადება


7 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიმართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“-ის შეხვდერა, რომელზედაც განხილულ იქნა იმ სტუდენტების ანკეტები, რომლებმაც განაცხადეს ფინანსური მხარდაჭერის მიღების სურვილი.



კომისიის გადაწყვეტილებით 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსებულ იქნა 21 სტუდენტი, მათ შორის 15 ბაკალავრი და 6 მაგისტრი.



ფონდის დაარსების შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმატებულმა, მაგრამ ხელმოკლე და სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. კერძოდ, 2015 წლის თებერვალში ფინანსური დახმარება გაიცა 18 სტუდენტზე.



 საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ თანამშრომლობის გამო მადლობას უცხადებს ფონდის პარტნიორებს: კომპანია „ზედაზენს“, კომპანია „ვისოლს“, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და თბილისის მერიას.



Print

« იხ. ყველა სიახლე