28 მაისს, კომპანია "თეგეტა მოტორსი" უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ინფო ტურის მიზანია სტუდენტები გაეცნონ კომპანიის საქმიანობას. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კომპანიის სათაო ოფისი, გაეცნონ ფილიალისა და სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, სტრუქტურას, კომპანიის მიერ შეთავაზებულ პროდუქციას. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ პირადად იხილონ თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები, რომლის წყალობითაც თეგეტა მოტორსი თავის მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებს, მოისმინონ მათგან სხვადასხვა სახის ინფორმაცია და მიიღონ მათთვის სასურველ კითხვებზე პასუხები და რეკომენდაციები.
იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდით და გაქვთ სურვილი დაესწროთ ინფო–ტურს თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/19_0dzKRNn4rSbCJggJZA5Nfl9-f4on59UV7NfRnaLYQ/viewform
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის.