2015-04-23
ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ სამშაბათს, 28 აპრილს, 14:00
საათზე მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში , სადაც საშუალება გექნებათ
შეხვდეთ პროკრედიტ ბანკის კადრების განყოფილების თანმშრომლებს და მიიღოთ
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ.
საერთაშორისო ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა!
დასაქმების უნიკალური შანსი!
პროკრედიტ ბანკი იწყებს კადრების შერჩევას საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.
ძირითადი შერჩევის კრიტერიუმებია:
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
• სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
• მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.
« იხ. ყველა სიახლე