ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-29

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია აცხადებს მიღებას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია
აცხადებს მიღებას

საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო ტრენინგ–კურსის პროგრამაზე:

ლიდერობა – მართვის ხელოვნება
1 ივლისიდან


კურსის სტრუქტურა და შინაარსი:
1.    ლიდერობის თანამედროვე გაგება და გამოწვევები;
2.    პიროვნების ინდივიდუალური განვითარების დაგეგმვა;
3.    დაბრკოლების გადალახვის გზები საქმიან ურთიერთობებში;
4.    დროის მართვის ხელოვნება;
5.    საქმიანი ადამიანის იმიჯი, ეტიკეტი;
6.    პიროვნული ურთიერთობების მართვა;
7.    დარწმუნების ხერხები საქმიან ურთიერთობებში;
8.    სხეულის ენა, მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები;
9.    ფარული მართვა საქმიან ურთიერთობებში;
10.    ლიდერობა ორგანიზაციაში: ორგანიზაციის დიზაინის ფორმირება, ორგანიზაციული კულტურის მართვა, ცვლილებების მართვა;
11.    საქმიან გარემოზე ზემოქმედება: მოსმენის, პრეზენტაციის, თათბირის ჩატარების ხელოვნება;
12.    კონფლიქტების მართვა საქმიან ურთიერთობებში.

სასწავლო კურსის ფორმატი ითვალისწინებს: თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, პროექტების პრეზენტაციას, ცოდნის შეფასებას, სათანადო სერტიფიკატების გადაცემას.

კურსის ღირებულება:  250 ლარი;  თსუ-ის სტუდენტისთვის - 50 ლარი

კურსის მოცულობა:
26 საათი

კურსს უძღვებიან:
  ნატალია ხარაძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ.
ეკატერინე გულუა, ეკონომიკის დოქტორი, ასისტენტ–პროფესორი, თსუ.

კურსის სამიზნე ჯგუფი: 
ნებისმიერი დაინტერესებული

მისამართი:
უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ-ს მეათე (მაღლივი) კორპუსი, მეთორმეტე სართული, ოთახი                      № 1212/1213; ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია.

საკონტაქტო პირები:

ნატალია ხარაძე tel: 595053269
ეკატერინე გულუა tel: 599401174

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1.    პირადობის მოწმობის ასლი;
2.    გადახდის ქვითარი;

მიმღების დასახელება - ხაზინის ეთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო  ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22    ანგარიშის ნომერი: 7 0896 7499   
მიზნობრიობა: ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის ტრეინინგ-კურსის საფასური



Print

« იხ. ყველა სიახლე