ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-10

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

ა.წ. 11 მარტს, სამსაბათს, 18:00 საათზე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ”მაკროეკონომიკური რეცეპტები”.

საჯარო ლექციას წაიკითხავს გიორგი ბაქრაძე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და ინტელექტუალური შოუს ”რა? სად? როდის?” მაგისტრი და მსოფლიო ჩემპიონი.

ლექცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში (ჭავჭავაძის პრ. 1).

    -იცით თუ არა, რომ მაკროეკონომიკის ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება?
   -რას ნიშნავს კეინზისეული „ინვესტორთა ცხოველური ინსტინქტები“?
    -რატომ ვერ გაუმკლავდა ადამ სმიტის კლასიკური თეორია დიდ დეპრესიას?
   -ინფლაცია ბოროტებაა?

გაინტერესებთ პასუხები ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე? დაესწარით ISET-ის საჯარო ლექციას!
Print

« იხ. ყველა სიახლე