კიბერნეტიკისა და სისტემების მსოფლიო ორგანიზაციამ 15 საერთაშორისო ორგანიზაცია/ასოციაციასა და 15 უნივერსიტეტთან ერთად რომის საპიენზას უნივერსიტეტში (Sapienza University of Rome, Italy) 2017 წლის 25-27 იანვარს ჩაატარა საერთაშორისო კონგრესი „მეცნიერება საზოგადოებასთან და მისთვის – კიბერნეტიკისა და სისტემების წვლილი“ (WOSC 2017 congress, “Science with and for Society – Contributions of Cybernetics and Systems”
http://wosc2017rome.asvsa.org/index.php
)
. კონგრესის მოხსენებებმა გაიარა ორმაგი რეცენზირება და მასალებს მიენიჭა ISBN სტატუსი.
წარმომადგენლობითი კომისიის წინასწარი შერჩევის საფუძველზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან კონგრესზე მიწვეული იყო შემდეგი აკადემიური პერსონალი. ქვემოთ დასახელებულია ავტორები და გამარჯვებული მოხსენებები:
1. გაგნიძე ინეზა, „საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების როლი მდგრადი განვითარებისთვის“ (The Role of International Educational and Science Programs for Sustainable Development);
2. გოგორიშვილი ირინა, ,,ადამიანური რესურსების განათლების დონის ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების შექმნის გარემოს ფორმირება განვითარებად ქვეყნებში“ (Formation of an environment suitable for the improvement of the education level of human resources and production of highly qualified staff in developing countries);
3. პაპაჩაშვილი ნინო, საერთშორისო ვაჭრობის თანამედროვე ტენდენციები: განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები (Current Trends in International Trade: Challenges and Opportunities for Development);
4. ნაცვლიშვილი ია, სოციალური მეწარმეობა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მორალური ეკონომიკის კონტექსტში - პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დილემა (საქართველოს მაგალითზე) (Social Entrepreneurship and Corporate Social Responsibility in the Context of Moral Economy -Dilemma For Post Soviet Countries (Georgian Case).
5. სეთური მაია, უროტაძე ეკატერინე, „ბრენდის, როგორც სისტემის მნიშვნელობის შესახებ“ (About The Importance of Brand as a System);
6. სიჭინავა დემური, სეთურიძე რუსუდანი, „ERP სისტემები საქართველოს კომპანიებში ინოვაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი საშუალება“ (“ERP systems - one of the means to develop innovative information technologies at Georgian companies”).
7. სეფაშვილი ეკა, გენედრული თანასწორობა ეკონომიკურ განვითარებაში - ძირითადი ფაქტორი ინოვაციური ზრდისათვის გლობალურ ეკონომიკაში (Gender Equality in Economic Development - Key Factor for Innovative Growth in Global Economy) (წარდგენილი იქნა სასტენდო მოხსენება);
8. ლეკაშვილი ეკა, საქართველოს ეკონომიკის სისტემური ტრანსფორმაციის საერთაშორისო შეფასებათა ანალიზი (International Assessments analyses of Systemic Transformation of Georgias Economy) (წარდგენილი იქნა სასტენდო მოხსენება).
ასევე, 2017 წლის 23-24 იანვარს რომის საპიენზას უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიისა (Business Systems Laboratiry BSLab) და სისტემების დინამიკის იტალიური ჯგუფის (SYstem Dynamic Italian Chapter SYDIC) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ვორქშოფი თემაზე: „მოდელზე დაფუძნებული მართვა ჭკვიანი ორგანიზაციული მომავლისთვის“ (Model-based Governance for Smart Organizational Future;
http://bslab-symposium.net/BSLab-Sydic-2017/BSLAB-SYDIC-WS-Rome-2017.htm
)
ქვემოთ დასახელებული მოხსენებების წარსადგენად ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან მიწვეულმა აკადემიურმა პერსონალმა:
1. გაგნიძე ინეზა „სამეწარმეო უნივერსიტეტის მოდელი - ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა“ (Entrepreneurial University Model – Short literature review);
2. გოგორიშვილი ირინა, „კომპანიის მისიის მიზანი ეფუძნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების პოლიტიკას“ (The objective of the Company mission is based on the policy for enhancement of corporate social responsibility);
3. პაპაჩაშვილი ნინო, მოდელებზე დაფუძნებული სავაჭრო პოლიტიკის ანალიზის განვითრება (Developments in Model-Based Trade Policy Analysis);
4. ნაცვლიშვილი ია, „სამეწარმეო განწყობებისა და ბიზნეს საქმიანობის გამოწვევები საქართველოში“ (Challenges of Entrepreneurial Attitudes and Business Activity in Georgia)
5. სეთური მაია, უროტაძე ეკატერინე, „მარკეტინგული პროცესის მოდელისა და ურთიერთობების მარკეტინგის შესახებ“ (About Marketing Process Model and Relationship Marketing);
6. სეთურიძე რუსუდანი, „საინფორმაციო სისტემების როლი რისკების მართვის მოდელში (საქართველოს საბაჟო სისტემის მაგალითზე)“ (The role of the information systems in the risk management model (On the example of the customs system of Georgia)).
ვორქშოფზე წარდგენილმა მოხსენებებმა გაიარა ორმაგი რეცენზირება და მასალები გამოიცა ელექტრონულად, მიენიჭა ISBN სტატუსი და განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://bslab-symposium.net/BSLab-Sydic-2017/Book-Abstracts-BSLab-Sydic-2017-final.pdf.
ორივე ღონისძიებაზე წარდგენილ იყო როგორც სასტენდო, ასევე სექციური მოხსენებები. ისინი მოექცა კონგრესისა და ვორქშოფის მონაწილეთა ინტერესის არეალში, დაისვა მრავალი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხი გაიცა.
ბიზნეს სისტემების ლაბორა¬ტო¬რიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სისტემატიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარების შედეგად ასოც. პროფესორები ინეზა გაგნიძე და ნინო პაპაჩაშვილი არჩეული არიან ამ საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრებად
(
http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=52&Itemid=58&lang=en
).
ასევე ასოც. პროფესორი ინეზა გაგნიძე არჩეულია ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საზოგადოების „კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის“ დირექტორად
(
http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=159&Itemid=101&lang=en
).
2016 წელს ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სტრუქტურაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფები, რომელთაგან ერთ-ერთის „საგანმანათლებლო სისტემების საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი“-ს თავმჯდომარედ არჩეულია ასოც. პროფ. ი. გაგნიძე, ხოლო წევრებად იტალიელ და ინგლისელ მეცნიერებთან ერთად, ასოც. პროფესორები ნინო პაპაჩაშვილი და ეკა სეფაშვილი. ასოც. პროფ. ი. გაგნიძე ასევე არჩეულია „სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი“-ს - წევრად
(http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=54&Itemid=99&lang=en&limitstart=1).
მიღწეული შედეგები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სამომავლოდ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარებთან სამეცნიერო კავშირები უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ახალი მიმართულებებით.