გოტინგემის უნივერსიტეტი (PFH Private University of Applied Science Gottingen) გრონინგენის (University of Groningen)б ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ალმაატის KIMER-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა ცხადებს კონკურსს დოქტორანტურის და მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისათვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
4 პოზიცია დოქტორანტებისათვის
სოციალური მეცნიერების, კერძოდ ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერების, ადმინისტრაციული მეცნიერებისა და მასთან დაკავშირებული სფეროების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.
დოქტორანტურის კანდიდატები იქნებიან ჩართულნი მულტიდისციპლინარულ კვლევით პროექტში დაფინანსებული ფოლკსვაგენის ფონდის მიერ (Volkswagen Foundation). კვლევითი პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მართვის პოტენციალის შესაწვლას ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობაში. პროექტის ძირითადი მიზანია შესწავლილ იქნას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული საფუძვლები და პოლიტიკის ინსტრუმენტები. პროექტი მოიცავს პოსტ-სოციალისტურ ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს და ყაზახეთს. აკადემიური პროცესი ძირითადად განხორციელდება გერმანიის უნივერსიტეტში და დროის განსაზღრულ პერიოდს გამარჯვებული დოქტორანტები გაატარებენ პარტნიორ უნივერსიტეტებში საქართველოსა და ყაზახეთში.
პროექტის ფარგლებში შერჩეული დოქტორანტები მოამზადებენ აკადემიურ ვორკშოპებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რომელიც მოიცავს ასევე აკადემიური და კვლევითი ნაშრომების მომზადებას, რაც წარმოდგენს სადოქტორო დისერტაციის შემადგენელ ნაწილს. დოქტორანტების ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 1050 ევროს, ასევე დაფინანსდება მგზავრობა, სამედიცინო მომსახურება და აუცილებელი ტექნიკის შეძენა.
ძირითადი მოთხოვნები: მაგისტრის აკადემიური ხარისხი შესაფერის სფეროში. რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის კარგი ცოდნა; ინგლისური ენის და მშობლიური ენის კარგი ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
გთხოთ, გამოაგზავნოთ სრული აპლიკაცია, შემდეგ მისამართზე governance@pfh.de, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილს, CV-ს, ორ სარეკომენდაციო წერილს, თქვენი კვლევითი დაინტერესების ერთგვერდიან რეზიუმეს; აკადემიური სერტიფიკატები და დიპლომები.
აპლიკაციების შევსების საბოლოო ვადაა: 07.09.2015
დაწვრილებით ინფორმაციისათვის იხილეთ:
Mail: governance@pfh.de
Website: http://www.governance-in-emerging-economies.net/
Facebook: https://www.facebook.com/econ.governance
Twitter: Econ_Governance