2019-02-12
შეხვედრა თბილისის 51-ე სკოლის მე-12 კლასელ მოსწავლეებთან
2019 წლის 12 თებერვალს, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჯერად თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს ესტუმრენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე მამუკა ხუსკივაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: აკაკი მიქაბერიძე და დავით ნერგაძე.
« იხ. ყველა სიახლე