შპს „აპექსი“ ახორციელებს ბიზნეს-კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისთვის შეიქმნა საკუთარი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსხვილ და საშუალო სიდიდის ქართულ კომპანიებში.
შპს „აპექს“-ს ესაჭიროება 10 სტაჟიორი. ყველა, ვინც წარმატებით დაასრულებს სტაჟირების პროგრამას, ჩაირიცხება ჩვენი კომპანიის საკადრო რეზერვში. განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმებაზე ჩვენს კომპანიაში.
ჩვენ გვაქვს მსგავსი სტაჟირების გამოცდილება. 2013-2015 წლებში ჩატარებული სტაჟირების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულთაგან 100% დასაქმებულია. ათი მათგანი ჩვენს კომპანიაში აგრძელებს მუშაობას.
სტაჟირების მიზანია შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ჯგუფში მუშაობას, ჩვენი კლიენტების პერსონალის გადამზადებას და მათ შემდგომ კონსულტირებას.
სტაჟირების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიისა და პროგრამულ უზრუნველყოფა „Apex ERP“-თან მუშაობის შესწავლას.
ყველა მსმენელს ექნება საკუთარ მონაცემთა ბაზასთან წვდომის საშუალება სასურველი კომპიუტერიდან. მსმენელები კურსის მსვლელობისას მიცემულ დავალებებს პროგრამა „Apex ERP“-ში შეასრულებენ.
სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 კვირა;
ტრეინინგები ჩატარდება ყოველდღე, 2 ასტრონომიული საათის განმავლობაში;
დასვენების დღე: კვირა.
შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს მიღებიდან სამ სამუშაო დღეში, გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
2. ინდივიდუალური გასაუბრება;
3. ტესტირება (ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ ამოცანებს. ტესტირების შედეგების გასწორება მოხდება მონაწილეების თანდასწრებით).
შერჩეული სტაჟიორები სწავლის პერიოდში, ყოველი კვირის ბოლოს, გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტირებას განვლილი მასალიდან. ტესტირების არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე მსმენელებისთვის შეწყდება სტაჟირების პროგრამა.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: lado@apex.ge
ყურადღება: სტაჟირება უფასოა!
ტესტირება ჩატარდება 2017 წლის 2 მარტს 11:00 საათზე (შეიძლება დაზუსტდეს).
სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2017 წლის 10 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია შპს „აპექსის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:
http://www.apex.ge და http://support.apex.ge