კეთილდღეობისათვის ბრძოლა 21-ე საუკუნეში: მითი თუ რეალობა?
2012 წლის 27-29 ივნისს ესპანეთში ქ. ბარსელონაში ჩატარდა საერთაშორისო ფემინისტ ეკონომისტთა კონფერენცია "მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრობლემები 21-ე საუკუნეში". კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 90-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის 350 წარმომადგენელი. კონფერენციის დღის წესრიგი მრავალფეროვანი იყო. იგი ეხებოდა ეკონომიკური განვითარების მეტად მწვავე და აქტუალურ პრობლემებს, კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
საქართველოდან მონაწილეობას ღებულობდნენ საერთაშორისო ფემინისტ ეკონომისტთა ასოციაციის წევრები თსუ სრული პროფესორი ელენე ხარაბაძე და თსუ ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენება "საგარეო სავაჭრო პოლიტიკა საქართველოში და გენდერული გამოწვევები", რომელმაც მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
თსუ სრული პროფესორი ელენე ხარაბაძე (საქართველო), რეი ბრუმჰილი (ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრალია), დაიანა ელსენი (ესექსის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი) და თსუ ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში (საქართველო)
საქართველოს დელეგაცია საკონფერენციო დარბაზში