2015-01-30

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსიის გამოცხადება

  ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  2015  წლის  საუნივერსიტეტო ფორუმის  საკონკურსო კომისია შესაბამისად თსუ რექტორის 2013   წლის 25 ნოემბრის  #150/01–01  ბრძანებისა  (იხ. ბრძანება და დანართი) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015  წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით აცხადებს კონკურსს.

1. ფორუმზე წარსადგენად ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო მოხსენებას უფლებამოსილი პირი წარადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში. წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეყრდნობოდეს  წინა  სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სამეცნიერო შედეგებს.
2. მოხსენების ავტორი (ავტორთა ჯგუფი) უნდა წარმოადგენდეს  ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, ან ამ ფაკულტეტის  სამეცნიერო პროფილის შესაბამის თსუ–ის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის პირს (გარდა ინდივიდუალური მონაწილისა).
3. ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის კანცელარიაში მოხსენებისა და მოხსენებაში მოცემული შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 თებერვალი, 18.00 სთ (თსუ, მაღლივი კორპუსი, ოთახი  # 310).

Print

« იხ. ყველა სიახლე