2016-07-27

პროექტი „ბიზნეს-ოლიმპიადა“

პროექტის  აღწერილობა:

პროექტს ატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

- მონაწილეთა რაოდენობა: თითოეულ გუნდში 4- 5 სტუდენტი;
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს;
- დარგები, რომლებსაც მონაწილეები გამოიკვლევენ: განათლება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ჯანდაცვა, მედია, გარემოს დაცვა, ფინანსური სექტორი;
- მონაწილე გუნდებს ევალებათ აირჩიონ აღნიშნული დარგებიდან ერთ-ერთი, გამოიკვლიონ ამ დარგში არსებული აქტუალური პრობლემები, სრულყოფილად შეისწავლონ პრობლემის გადაჭრის გზები და გამოავლინონ განვითარების პერსპექტივები.

პროექტის მიზნები:

1.  გამოცდილების მიღება;
2.  პროფესიული წინსვლა, განვითარება;
3.  საკონტაქტო წრის გაფართოვება;
4.  პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა-გაფართოვება;
5.  ბიზნეს-გეგმის შექმნა, დამუშავება, მასზე კვლევის ჩატარება;
6.  დარგში მოღვაწე კომპეტენტური პირებისგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება;
7.  გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა.

პროექტი ჩატარდება 3 ეტაპად:

პირველი შესარჩევი ეტაპი
-  გულისხმობს მონაწილეების არჩევას Facebook აპლიკაციის მეშვეობით. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და  ბიზნეს-გეგმების საფუძველზე. გუნდები გამოაგზავნიან ბიზნეს-გეგმებს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შემდეგ საკითხებს: თემის აქტუალურობა, დარგის ზოგადი მიმოხილვა საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის გაითვალისწინებით, პრობლემის დასმა და დარგის განვითარების პერსპექტივები.

საწყისი მოთხოვნები:  თემის მოცულობა  5-7 გვერდი.

მეორე ეტაპი -  -  გუნდები პრეზენტაციებით  წარადგენენ საკუთარ ბიზნეს-გეგმებს (დრო  პრეზენტაციისთვის 10 წთ.)
განსახილველი საკითხები:
- დარგის განვითარების ისტორიული მიმოხილვა;
- დარგის განვითარების სათანადო საგანმანათლებლო სტრუქტურების ანალიზი;
- პროდუქტზე/მომსახურებაზე შიდა და საგარეო საბაზრო (მოთხოვნა-მიწოდების) მდგომარეობების ანალიზი;
- დარგის კონკურენტუნარიანობის ანალიზი;
- დარგის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და დარგზე (პროდუქტზე) საგადახდო პოლიტიკის ზეგავლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები;
- კითხვა-პასუხის დრო (5 -10 წთ.)
შემდეგ ეტაპზე გადავა 10 გუნდი.

მესამე, დასკვნითი ეტაპი - ფინალში გადასული გუნდები პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ბიზნეს- გეგმებს, SWOT ანალიზს, PESTEL ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
პრეზენტაციის დრო 15 წთ. ამის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მქონე გუნდები. გუნდებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.

პროექტის ხანგრძლივობა:  2 თვე: აგვისტო, სექტემბერი.

პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად:

I ეტაპი: 20 აგვისტო;
II ეტაპი:  20  სექტემბერი;
III ეტაპი: 25 სექტემბერი.

მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

გამოვლინდება პირველი, მეორე, მესამე  ადგილები.

მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე:
www.cognitoforms.com/TSU3/ ბიზნესოლიმპიადა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ მაილზე:
tsubusiness.olympiad@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე