ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-03

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის

9 ივლისს, 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორი  აჰარონ გაგულაშვილი.

მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიზნესორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
Print

« იხ. ყველა სიახლე