2015-10-02
ყურადრება! გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის!
თუ ფლობთ გერმანულ ან ინგლისურ ენას და გსურთ სასწავლო ან სამეცნიერო მივლინებით გაემგზავროთ გერმანიაში და ამისათვის მიიღოთ DAAD-ს სტიპენდია გთხოვთ მობრძანდით მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის, 206-ე აუდიტორიაში, სადაც გაიმართება DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ბატონ დოქტორ მარტინ პრაქსენტალერის საინფორმაციო შეხვედრა.
წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2016-2017 სასწავლო წლისთვის:
• საზაფხულო ენის კურსი
(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
• სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
• სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.
დასწრება თავისუფალია!
« იხ. ყველა სიახლე