ასტანის ეკონომიკური ფორუმი
2013 წლის წლის 21-24 მაისს ყაზახეთის ქალაქ ასტანაში, ჩატარდა მაშტაბური ეცონომიკური ფორუმი სახელწოდებით - ასტანის ეკონომიკური ფორუმი (http://aef.kz/en/). მასში მონაწილეობა 130 ქვეყნიდან მოწვეულმა 10 000 ადამიანმა მიიღო. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ანტიკრიზისული მიმართულება იყო, რომელიც მსოფლიო კრიზისების თავიდან აცილების გზების ძიებას გულისხმობდა.
კონფერენციზე, რომელსაც თავად ყაზახეთის პრეზიდენტი ესწრებოდა, მოწვეულნი იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები, ახლანდელი თუ ყოფილი პრემიერ–მინისტრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მკვლევარები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და მრავალი სხვა საპატიო სტუმარი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები.
საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით.
აღნიშნულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ვახტანგ ჭარაია.