2014-03-11

დასაქმების ფორუმის პრეზენტაცია სტუდენტებისათვის

”დასაქმების სააგენტო ეიჩარი” მართავს ყოველწლიურ დასაქმების ფორუმს თბილისში.

მესამე და მეოთხე კურსის და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს გიწვევთ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რათა პოტენციურ დამსაქმებლებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ამ შეტყობინებაზე დართული სააპლიკაციო ფორმა (მიჰყევით ბმულს) და გადაგზავნოთ მისამართზე:  cvjobfair@hr.ge
აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე hr.ge -ს საიტიდანაც.

დასაქმების ფორუმი გაიმართება 2014 წლის 4 აპრილს თბილისში. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 მარტი.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 17 მარტს, 13:00 საათზე კომპანიის წარმომადგენლები შეხვდებიან თსუ-ს სტუდენტებს მაღლივ კორპუსში, 206-ე აუდიტორიაში და მიაწვდიან მათ ინფორმაციას დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდება.  სტუდენტების დასწრება თავისუფალია!

“დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ქმნის ასევე  რეზიუმეების ელექტრონულ ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების შემთხვევაში. თუ გსურთ, რომ თქვენი მონაცემებიც მოხვდეს ბაზაში, უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე  http://www.hr.ge , ატვირთოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. ზემოთ მიმაგრებული ფაილი) და გამოეხმაუროთ ამ განცხადებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე