საბავშვო უნივერსიტეტი - "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლით დაინტერესდნენ და სურვილი გამოთქვეს, რომ შემოგვიერთდნენ ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები, რომლის უშუალო ხელმძღვანელია ქალბატონი თამთა ბასილაძე. "ახალგაზრდული პარლამენტის" შექმნის პროექტი განხორციელდა პოლონეთის და გერმანიის ქვეყნების მაგალითზე ამ ქვეყნების წარმომადგენელთა დაფინანსებით, რასაც დიდი რეზონანსი მიეცა ქუთაისში. მათ ასევე დიდი ხელშეწყობა აქვს ადგილობრივი თვითმმრთველობის ხელმძღვანელობის მიერ. აქ არიან გაერთიანებული სხვადასხვა სკოლების IX,X,XI კლასის მოსწავლეები. ახალგაზრდული პარლამენტის წევრის ირაკლი გაჩეჩილაძის თაოსნობით 50-მდე მოსწავლე აქტიურად ჩაერთვება "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლის მუშაობაში. ამის დასტურია, რომ ისინი შაბათობით ჩამოვლენ და მოისმენენ ლექციებს ეკონომიკაში.
2011 წლის 2 აპრილს 11საათზე მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში ჩატარდება შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტის წევრებთან. მათ მიესალმება თსუ რექტორის მრჩეველი ქალბატონი მარინა ლომოური, ტაობანკის წარმომადგენელი ბელა მაღლაფერიძე, თავის მხრივ ახალგაზრდული პარლამენტის მოღვაწეობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენელი ზურაბ მუშკუდიანი და ბოლოს ლექციას საერთაშორისო ეკონომიკაში წაიკითხავს ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ირინა გოგორიშვილი.