სს ,,ლიბერთი ბანკი“ აცხადებს სტაჟიორების პროგრამას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ისინი გაივლიან სამ თვიან, არაანაზღაურებად სტაჟირებას "ლიბერთი ბანკის" საკრედიტო განყოფილებაში, საცალო დაკრედიტების მენეჯერებთან ბანკის სხვადასხვა ფილიალებში. სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებულ კანდიდატებს მიეცემათ დასაქმების შესაძლებლობა.
მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ სამშაბათს, 17 მარტს, 12:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, სადაც გაიმართება აღნიშნული პროგრამის პრზენტაცია, მოხდება სტუდენტების გასაუბრება და რეგისტრაცია.