2015-09-24
პროკრედიტ ბანკი იწყებს კადრების შერჩევას საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
-ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
-სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
-მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
-დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
-ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
-პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 30 სექტემბერს 14:00 საათზე, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 208-ე აუდიტორიაში.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მიმართულების დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულებს.
« იხ. ყველა სიახლე