2013-09-23
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ მაგისტრანტის წარმატება
2013 წლის 1-3 სექტემბერს ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში, რომელიც პოლონეთის რეიტინგით მეორე უნივერსიტეტია ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ქალაქებისა და რეგიონების სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაცია“ (Socio-Economic Transformation of Cities and Regions in the Post-Communists States). ამ საერაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და რამდენიმე სტუდენტი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი თეონა შუღლიაშვილი. მან პროფესორ თეა მუნჯიშვილის თანაავტორობით წარადგინა თემა: შრომის ბაზრის სოციო ეკონომიკური ასპექტები საქართველოში. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
« იხ. ყველა სიახლე