2015-05-25

ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“ სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას

2015 წლის 3 ივნისს 13.00 საათზე, თსუ მე-10კორპუსი (მაღლივი კორპუსი) აუდ.-ში # 206, ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“ გამართავს შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.   შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტები გაეცნობიან „კავკასიის“ ისტორიას, მის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

შეხვედრის მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობა და დაინტერესების შემთხვევაში მათი ჩართვა მიმდინარე საკონსულტაციო და ეკონომიკის სექტორის განვითარების პროექტებში სტაჟიორის სტატუსით.

„კავკასია“ სთავაზობს სტუდენტებს სტაჟირების შესაძლებლობას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ   აგრო სექტორის განვითარების მიმდინარე პროექტში „ძლიერი ქალები სოფლად“,   FERT - ფრანგ ფერმერთა ასოციაციის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტში "რძის ხარისხის და პროდუქტიულობის გაუმჯობესება სამცხე-ჯავახეთში".

ასევე დონორების მიერ განხილვის პროცესში არსებულ   The Japan International Cooperation Agency (JICA)-ს მიერ   მაჭახელაში   თაფლის წარმოების განვითარების პროექტში და სხვა.

სტაჟირების დამთავრების შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი.

წარმატებული სტაჟიორებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური წახალისება.

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ თან იქონიონ CV.

Print

« იხ. ყველა სიახლე