ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-26

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულების და მაგისტრანტების საყურადღებოდ!

შპს "აპექსი" ახორციელებს ბიზნეს კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისათვის შეიქმნა საკუთარი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მრავალ ქართულ მსხვილ კომპანიაში.
შპს "აპექსი"-სესაჭიროება12 სტაჟიორი. ყველა, ვინც დადებითი შეფასებით დაამთავრებს სტაჟირებას, ჩაირიცხება ჩვენი კომპანიის საკადრო რეზერვში.

სტაჟირების მიზანია, შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ჯგუფში მუშაობას, კლიენტების პერსონალის გადამზადებას და მათ შემდგომ კონსულტირებას.

სტაჟირების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლას და პროგრამული უზრუნველყოფა "აპექსი"-ს მოხმარების შესწავლას.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 6კვირა.
სწავლება ტარდება ყოველდღე - 2 ასტრონომიული საათი.
დასვენების დღე: კვირა.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. CV-ების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს CV-ის მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
2. ინდივიდუალური გასაუბრება და ტესტირება. ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ და მარტივ ბუღალტრულ ამოცანებს.
გასაუბრება და ტესტირება ჩატარდება გამჭვირვალედ. შერჩეული სტაჟიორები ყოველი კვირის ბოლოს გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტირებას. გარიცხული სტაჟიორების ადგილს დაიკავებს რეიტინგში მომდევნო პიროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი ელექტრონულ მისამართზე:  s.jorjikia@apex.ge

ყურადღება: სტაჟირება უფასოა!
გასაუბრება და ტესტირება შედგება 21 ივლისს 11 საათზე.
სტაჟირება დაიწყება27 ივლისს.
განაცხადების მიღება შეწყდება ჯგუფების შევსებისთანავე!

დამატებითი ინფორმაცია შპს "აპექსი"-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.apex.ge და
http://support.apex.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე