საერთაშორისო კონგრესი ქალაქ ციურიხში
ქართველ მეცნიერთა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
შევიცარიის ქალაქ ციურიხში, 2011 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაიმართება სოფლის მეურნეობის ეკონომისტების ევროპული ასოციაციის (The European Association of Agricultural Economists) მე–13 კონგრესი – ,,ცვლილებები და განუსაზღვრელობა“ (Change and Uncertainty) – სოფლის მეურნეობის, სასურსათო და ბუნებრივი რესურსების პრობლემები. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ეროვნების 600-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი, 100-ზე მეტი სტუდენტი და ამ დარგის სპეციალისტი.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორის ეთერ ხარაიშვილისა და ასოცირებული პროფესორის მარინა ნაცვალაძის მიერ კონგრესზე საკონკურსოდ გაგზავნილ იქნა სამეცნიერო-კვლევითი პოსტერი თემაზე: „ბიო–პროდუქტები, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველი“ (Bio-production as the basis of the development of Georgian sustainable agriculture), რომელიც ორი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებისა და სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე არჩეული იქნა საუკეთესოებს შორის.