oikos Tbilisi-ის ორგანიზებით და თსუ-ს მხარდაჭერით ჩატარდა ეკონომიკური სიმულაციური თამაში თემაზე: „მდგრადი განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობა“
30 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში oikos Tbilisi-ის ორგანიზებით და თსუ-ს მხარდაჭერით ჩატარდა ეკონომიკური სიმულაციური თამაში თემაზე: „მდგრადი განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობა“.
აღნიშნულ პროექტში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტისთვის აპლიკაციების საფუძველზე 42 მონაწილე შეირჩა.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, შეზღუდული დროითი რესურსების პირობებში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
oikos Tbilisi-მა მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
oikos Tbilisi დიდ მადლობას უხდის თსუ-ს შოთა რუსთაველის სახ.სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელს ქ-ნ ხათუნა ჩუგოშვილს, პროფესორებს ბ-ნ ელგუჯა მექვაბიშვილს და ქ-ნ მარინა ნაცვალაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატს, ასევე oikos International-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრს ბატონ ლევან ფანგანს მხარდაჭერისთვის და თანადგომისათვის.
oikos Tbilisi მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.