ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-12

ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანთა ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით თბილისში სტუმრედ იმყოფებოდა ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანთა ექვსკაციანი ჯგუფი, ფაკულტეტის დეკანისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ იოჰენ ციმერმანის ხელძღვანელობით. სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. 10 ნოემბერს, გაიმერთა ქართულ-გერმანული ერთობლივი სადოქტორო სემინარი, სადაც ბრემენისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების დოქტორანტები ერთმანეთს გაუზიარეს სამეცნიერო მუშაობის საკუთარ გამოცდილებები და იმსჯელეს ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე