ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-22

„აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture),გერმანიის ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

გერმანიის ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გაძლევთ შანსს  სრულიად უფასოდ ისწავლოთ „აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), რომელიც 2008 წელს შესულ იქნა ტოპ 10 საუკეთესო საერთაშორისო სამაგისტრო კურსების რეიტინგში გერმანიაში. 

ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 1998 წლიდან დღემდე ვაინშტეფანის უნივერსიტეტი დაამთავრა 50-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებულად არიან დასაქმებულები  სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში.

ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლება მოიცავს: 1 პრაქტიკულ სემესტრს (5 თვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა ბავარიის ფერმებში) და 3 თეორიულ სემესტრს. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ეძლევა გერმანული დიპლომი.

ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურში უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

უნდა იყვნენ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები  ან კურსდამთავრებულები.

მეტნ-ნაკლებად საშუალო დონეზე მაინც ფლობდნენ გერმანულ ენას. 

სტუდენტების შერჩევა მოხდება თებერვალ-მარტის თვეში გერმანელი პროფესორის მიერ გერმანულ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ. 

მსურველებმა აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია (შეავსონ ონლაინ კითხვარი) მისამართზე: http://ima.hswt.de/de/ima-praktikum

ასევე, შეავსონ ფორმა ქართულად მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ  ეთერ ხარაიშვილთან (თსუ მაღლივი კორპუსი, ოთახი 506).

გერმანიაში სწავლების თაობაზე დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ჯიმშერ კოშაძეს (599410636). 


Print

« იხ. ყველა სიახლე