ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის და დოქტორანტებისათვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის და დოქტორანტებისათვის მართავს პრეზენტაციას, რომელიც ბიბლიოთეკის ახალ ელექტრონულ ბაზებზე წვდომას შეეხება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პროექტ „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის“ მონაწილეთა კონსორციუმის წევრი, რაც გულისხმობს საინფორმაციო საშუალებების გამოყენების უფლებას და ელექტრონული რესურსებიდან ელექტრონული სახელმძღვანელოების გადმოწერას.
აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციას ჩაატარებს თამარ ხახუტაშვილი, EIFL მონაცემთა ბაზების კოორდინატორი საქართველოში.
დრო: 2013 წლის 13 ივნისს, 16:00 საათი
მისამართი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა,
თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის მე-2 სართული.