2015-01-21
ლექციების ციკლი „ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით აგრძელებს ლექციების ციკლს „ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე“. ამ მიზნით, მიმდინარე წლის 12-დან 16 იანვარის ჩათვლით თბილისში სტუმრად იმყოფებოდნენ მისკოლსკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელ კუტორი (უნგრეთი) და ლეონ კოზმინის აკადემიის პროფესორი დომინიკა ვოჟტოვიჩი (პოლონეთი).
ლექციები წარიმართა უნგრეთისა და პოლონეთის ეკონომიკური განვითარების თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე. ლექციების კურსი განკუთვნილი იყო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის სტუდენტებისათვის.
აღნიშნული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის გამგე, პროფესორი რევაზ გველესიანი, ადმინისტრაციული ხელმძღვანელი – თსუ დოქტორანტი გიორგი ყუფარაძე, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტები – თსუ ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და თსუ დოქტორანტი ნანა მაისურაძე.
პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის სტუდენტებისათვის შეიქმნა სასწავლო კურსი შესაბამისი სალექციო მასალებით, რომელსაც უძღვება თსუ ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი.
პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის სტუდენტებისათვის შეიქმნა სასწავლო კურსი შესაბამისი სალექციო მასალებით, რომელსაც უძღვება თსუ ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი.
« იხ. ყველა სიახლე