2017-04-06
12 აპრილს, ოთხშაბათს 15:00 საათზე თსუ მაღლივ კორპუსში, აუდიტორია 206–ში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი გოგიტა თოდრაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ,,თანამედროვე ოფიციალური სტატისტიკის წარმოება".
ძირითადი მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მოხსენება საჯაროა და დასწრება თავისუფალია როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
« იხ. ყველა სიახლე