2015-04-08
სტუდენტები სოცილაური მეწარმეობის მხარდასაჭერად
8 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ( ნათია ოთანაძემ, ნანა ხიდეშელმა და ემირი ბერიშვილმა) პროექტის „სტუდენტები სოცილაური მეწარმეობის მხარდასაჭერად„ ფარგლებში ჩაატარეს სოციალური საწარმოს სტატუსის მქონე ავტოსერვისცენტრ “AutoLife”-ს მხრადასაჭერი ღონისძიება. აღნიშნული „სოციალური საწარმო“ ხელს უწყობს მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების სწავლებას და შემდეგ დასაქმებას“ ამავე სფეროში. „ავტო ლაიფმა“ თავისი ორი მოსწვლე უკვე გააგზავნა გერმანიაში პრაქტიკული კურსების გასავლელად. https://www.facebook.com/pages/Auto-Life-Car-Service/181896628555376 . სტუდენტებმა თსუ-ს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს გააცნეს აღნიშნული „სოციალური საწარმოს“ შესახებ ინფორმაცია და ასევე გადასცეს 10%-იანი ფასდაკლების ბარათები „ავტო ლაიფის „ ნებისმიერი სერვისით სარგებლობაზე. აღნიშნულმა სტუდენტთა ჯგუფმა გაიმარჯვა შიდასაუნვერსიტეტო კნკურსში, ახლა კი მიმდინარეობს უნივერსიტეტთა შორის კონკურსი. მხარი დაუჭირეთ თსუ-ს და „AutoLife”-ს რათა ერთად შევუწყოთ ხელი ამ ბავშვების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ჯგუფის სახელი “PR-concept”. გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და ხმა მისცეთ მათ :
http://www.gosocialenterprise.ge
« იხ. ყველა სიახლე