ღვაწლის დაფასება. პროფესორი გივი გამსახურდია
23 აპრილს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გივი გამსახურდიას დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამ მიზნით, „მაღლივი კორპუსის“ ეკონომისტების ახალ ბიბლიოთეკაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურა და სტუდენტთა დიდი ნაწილი შეიკრიბა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის თითქმის უკვე ნახევარსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში პროფესორმა გივი გამსახურდიამ საქართველოსთვის ფინანსისტთა მრავალი თაობა აღზარდა. იგი ეკონომიკის ფაკულტეტზე მუშაობდა როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ თანამდებობებზე. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფინანსების კათედრას.
ბატონ გივის დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო როგორც თეორეტიკოსს, არამედ ასევე, როგორც პრაქტიკოს ეკონომისტს. უნივერსიტეტის გარდა იგი ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა ფინანსთა სამინისტროში, კონტროლის პალატაში, იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
შეხვედრა გახსნა ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. ბატონ გივი გამსახურდიას სამეცნიერო და პედაგოგიურ დამსახურებებზე ვრცლად ისაუბრა ეკონომიკის საფუძვლების კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა. მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობის კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეტალები გაიხსენა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ელენე ხარაბაძემ.
საზეიმო შეხვედრა ცრემლნარევ ვითარებაში მიმდინარეობდა იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ბატონ გივის, როგორც მამას, ამ ცოტა ხნის წინ შეემთხვა.
შემაჯამებელი სიტყვით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გია ხუბუა გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დარბაზში ბატონ გივი გამსახურდიას მიმართ უდიდესი პატივისცემა, სითბო და სიყვარული სუფევდა.
უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორი გივი გამსახურდია, რომელიც უკვე არის ივანე ჯავახიშვილის მედლის მფლობელი, უნივერსიტეტის წინაშე მრავალი დამსახურებისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ამ საღამოს მთავარმა გმირმა, პროფესორმა გივი გამსახურდიამ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას ყურადღებისათვის, დაფასებისათვის, მისი შრომის აღიარებისთვის და მისი უსაზღვრო ტკივილის გაზიარებისთვის.
ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, ამ ბოლო პერიოდში, ამგვარი ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართა. დაახლოებით ორი თვის წინ მისი ღვაწლისა და დამსახურებისთვის პროფესორი რეზო კაკულია დაჯილდოვდა. ამით, ვფიქრობთ ძალიან კარგი და საჭირო ტრადიცია გრძელდება – ამაგდარი, ღვაწლმოსილი მეცნიერებისა და პედაგოგების სათანადო დაფასება ყველა თაობის უნივერსიტეტელის საპატიო ვალია.