ლიბერთი ბანკის მატერიალური და ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტი სტაჟირებაზე იწვევს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებს. გამოცხადებულია 7 ვაკანსია, თითოეული სტაჟიორი მიიღებს 200 ლარს ანაზღაურებას თვეში. სტაჟირების დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს ექნებათ მუდმივ სამუშაოზე დარჩენის შესაძლებლობა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებმა, ვისაც გაქვთ მაღალი რეიტინგი სწავლაში და გსურთ სტაჟირება გაიაროთ ლიბერთი ბანკში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია (მაილი, ტელეფონი) 28 ოქტომბრის 12 საათამდე გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: economics@tsu.ge