ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-17

სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ - ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 12-14 თებერვალს მოეწყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის, სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს  დირექტორის გიორგი შიხაშვილის და ცენტრის მენეჯერთა (მირიან თედიაშვილი, ტონი ძნელაძე) ვიზიტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
     ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო თსუ-სა და ბსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა კვლევითი საქმიანობისა და სათანადო პროექტების განხორციელების სფეროში.
     შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა ბსუ რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან, ბსუ რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ნათია წიკლაშვილთან, ბსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯემალ ანანიძესთან, ბსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ვლადიმერ ღლონტთან, ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მურმან ცეცხლაძესა და ბადრი გეჩბაიასთან.
     მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განხილვა-კონსულტაციების შედეგად ბსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და 13 თებერვალს დაფუძნდა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-სთან.

მირიან თედიაშვილი, ტონი ძნელაძე,  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
 ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების
 ცენტრ „იდეა“-ს მენეჯერები, IV კურსის სტუდენტები














Print

« იხ. ყველა სიახლე