2014 წლის 27-31 მაისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ორ ეტაპად.
I ეტაპი _ საფაკულტეტო (19-20 მაისი);
II ეტაპი _ საუნივერსიტეტო (27-31 მაისი);
საფაკულტეტო კონფერენციის შედეგების წარმოდგენის ბოლო ვადა _ 21 მაისი.
გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი I-III ადგილი, მაგისტრი I-III ადგილი, დოქტორანტი I-III ადგილი) მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-II ეტაპზე.
გთხოვთ, 2014 წლის 12 მაისამდე წარმოგვიდგინოთ:
1. კონფერენციის ჩატარების თარიღი;
2. ჟიურის შემადგენლობა;
3. მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი;
4. მოხსენების სრული დასახელება;
5. სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკა¬დემიური
თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი.
საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (5 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი _ აკად. ნუსხური, შრიფტის ზომა - 10)
დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის კათედრას.
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური