თანამშრომლობა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, მმართველობითი, საექსპერტო პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და სიმპოზიუმების ჩატარებას, კადრების მოსამზადებელი, სატრენინგო პროგრამებისა და ლექცია სემინარების ჩატარებას, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის, ასევე, ყველა დაინტერესებული მხარეების/ჯგუფების/ინდივიდების, მათ შორის ბიზნესსუბექტების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტუდენტების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის მუშაობას ითვალისწინებს.
თანამშრომლობა ხუთ წელიწადს გაგრძელდება და მიზნად საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივი მართვის ორგანოებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს.
უნივერსიტეტის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. ხელმოწერის ცერემონიალს,
რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა ესწრებოდა
თსუ ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი.