2017-01-27
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ - ტრენინგი თემაზე: „ტრენინგების ორგანიზაცია“
მიმდინარე წლის 14 იანვარს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ოფისში (თსუ, მ/კ, აუდ.#1008) ცენტრის მენეჯერებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ტრენინგების ორგანიზაცია“ (ტრენერი - ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი).განხილულ იქნა შედეგი ძირითადი საკითხები:
1. ტრენინგების ორგანიზაცია და მეთოდიკა.
• მაღალეფექტიანი ტრენინგების სპეციფიკური მახასიათებლები;
• ტრენინგების მეთოდიკა;
• ტრენინგ-პროგრამების წარმატების შეფასების კრიტერიუმები.
2. რჩევები ტრენერებს.
• ტრენერის უმთავრესი მახასიათებლები;
• მეცადინეობის დასაწყისი;
• მეცადინეობის შუა ნაწილი;
• მეცადინეობის დასასრული;
• აუდიტორიასთან ურთიერთობა;
• ტრენინგის დროს წარმოშობილი რთული სიტუაციების მართვა.
3. ტრენინგის კურსი დამწყებთათვის: ,,პროექტების მენეჯმენტი’’(ნიმუში).
ტრენინგს ესწრებოდნენ ცენტრ „იდეა“-ს წევრები: გვანცა კურატიშვილი, სალომე სალია, მთვარისა ქვრივიშვილი, გუგა ჯანვერდაშვილი, ნინო ფირალიშვილი, ტონი ძნელაძე, შოთა გაბადაძე და თემურ ჩუბინიძე
ტრენინგმა მრავლისმომცველ, შემოქმედებით და ინტერაქტიურ გარემოში ჩაიარა. საკითხების განხილვასა და დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები, რამაც მეტი ინტერესი და სიხალისე შესძინა ტრენინგს.
მეორე სემესტრში დაგეგმილია ტრენინგების ციკლს გაგრძელება.
გიორგი შიხაშვილი,
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის
ასოც. პროფესორი, სტუდენტური კვლევებისა
და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი.
« იხ. ყველა სიახლე