2016-07-28

oikos – ის საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა!

oikos – ის საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა!
        
 უკვე მესამედ საერთაშორისო ორგანიზაცია - oikos (სტუდენტები მდგრადი განვითარებისა და მენეჯმენტისათვის) და ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ეკონომიკურ საზაფხულო სკოლაში თემაზე: ‘’Transforming Management Education”.  
            აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ: დაესწრონ ლექცია¬-სემინარებს, რომელსაც გაუძღვებიან უცხოელი ექსპერტები. სტუდენტები გაეცნობიან პროფესიონალების პრაქტიკულ გამოცდილებას, რის შემდეგაც მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ჯგუფურ სამუშაოებში. ხუთდღიანი პროექტის უმთავრესი მიზანია განახორციელოს მონაწილეთათვის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გაცნობა, მათი გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებულ ინტეგრირებას მუდმივად ცვალებად და დინამიურ გარემოსთან.  
        პროექტის ვადები: 1-5 სექტემბერი.
        მონაწილეების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.
         მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები.
         პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
GRLI (Global Responsible Leadership Initiative) და Commit.
        საზაფხულო სკოლის ვებგვერდი:  www.oikos-summerschool.org
        დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@oikos-summerschool.org


Print

« იხ. ყველა სიახლე