2016-07-05
უკრაინელი კოლეგების ვიზიტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
ა.წ. 4 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრობდნენ კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ნაციონალურ უნივერსიტეტის (Kyiv National Economic University named after Vadym Hetman - KNEU) წარმომადგენლები ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატები ტატიანა სობოლიევა და მარინა კუჟელი.
სტუმრებს უმასპინლეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა ნინო მიქიაშვილმა და ინეზა გაგნიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს თანამშრომლობა უკრაინულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის. თსუ იყო 2014 და 2016 წლებში კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ნაციონალურ უნივერსიტეტში გამართული II და III სამეცნიერო კონფერენციების „თანამედროვე მენეჯმენტის სტრატეგიული იმპერატივები“ (International scientific and practical conference “Srategic Imperatives of Modern Management”) თანაორგანიზატორი. მიმდინარე წელს ჩატარებული კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს წევრები იყვნენ: პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ასოცირებული პროფესორები ინეზა გაგნიძე და ია ნაცვლიშვილი. აღნიშნულ კონფერენციაზე თსუ-ის სახელით წარდგენილი იყო 14 მოხსენება. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ასოცირებული პროფესორები მერაბ ხმალაძე და ნინო მიქიაშვილი, ასისტენტ პროფესორი მაია გიოგობიანი.
უკრაინელი კოლეგები აქტიურად აქვეყნებენ სტატიებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში „ეკონომიკა და ბიზნესი“. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

« იხ. ყველა სიახლე