2014-11-28

სალექციო კურსების სერია პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში



               

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“. სალექციო კურსს გაუძღვება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი. მონაწილეთათვის გაიცემა თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: economics@tsu.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.


გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.

სალექციო კურსი გაიმართება 2014 წლის 15, 16, 17 და 18 დეკემბერს, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე. სამუშაო ენა: ქართული.

სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

ლექცია 1. ტრანსფორმაციის 25 წელი - ძირითადი დებატები
• რადიკალური თუ გრადუალური რეფორმები
• ვაშინგტონის კონსენსუსი და კონსენსუსის კრიტიკა
ლექცია 2. პოლანის თეორია. პოლანის თვალით დანახული აღმოსავლეთ ევროპა
• პოლანი აღმოსავლეთ ევროპაში - კაპიტალიზმის ვარიაციები ევროპის პერიფერულ
ქვეყნებში
• ნეოლიბერალური, დაბალანსებული ნეოლიბერალური და კორპორატიული რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპაში
ლექცია 3.  პოლანის თეორიის მიხედვით დანახული ტრანფორმაცია პოსტ-რევოლუციურ
საქართველოში
• სახელმწიფო დისკურსი სოციალური და ეკონომიური განვითარების ირგვლივ - 2004-2012 წწ.
• რას ცვლის ‘საქართველო 2020’ ?  
ლექცია 4.  თეორიის აპლიკაცია მიკრო კონტექტზე  
• არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში
• მოვაჭრეები და გარე-მოვაჭრეები 


Print

« იხ. ყველა სიახლე