საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ აცხადებს საბუთების მიღებას თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი, წარმატებული (GPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
- სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთები მიიღება: 2020 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: eka.chokheli@tsu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 273 092 ან 571 626 320.