ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-26

ლიეტუველი პროფესორების ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, 23-26 სექტემბერს სტუმრად ეწვია ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პროფესორი ლიგიტა გასპარენიენე, ასოცირებული პროფესორი რიტა რემეიკიენე და დოქტორანტი ალიუს სადეკასი.

24 სექტემბერს სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.

იმავე დღეს, სტუმრების მონაწილეობით გაიმართა სემინარი ისეთ თემებზე, როგორიცაა კორუფცია, კონტრაბანდა, ფულის გათეთრება, ორგანიზებული დანაშაული.

25 სექტემბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა ლექცია თემაზე „ინვესტიციები ოქროში“, რომელმაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.














Print

« იხ. ყველა სიახლე