ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-13

კატოვიცეს (პოლონეთი) ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

13 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა კატოვიცეს (პოლონეთი) ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მარკეტინგისა და მასმედიის ბიურის ხელმძღვანელი იზაბელა გაჯდა-პერეკი და პროექტის მენეჯერი მაგდალენა ბირსკა. მათ შეხვდათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორები ელგუჯა მექვაბიშვილი და სიმონ გელაშვილი. საუბარი შეეხო ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებს, სტუდენტთა და დოქტორანტთა გაცვლით პროგრამებს, და სხვა ერთობლივ პროექტებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ორ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებისთვის.

 
Print

« იხ. ყველა სიახლე