ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მორიგი სახელმძღვანელო გამოიცა - „ფინანსური აღრიცხვა II“.
ნაშრომი მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის თანამშრომლების მიერ, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ლევან საბაური. ნაშრომზე მუშაობდნენ: ლევან საბაური, ნადეჟდა კვატაშიძე, იზოლდა ჭილაძე, მარინა მაისურაძე, მარიამ ვარდიაშვილი, ანჟელი ხორავა და ზეინაბ გოგრიჭიანი.
სახელმძრვანელოს პრეზენტაცია გაიმართა 27 ივნისს, თსუ მაღლივ კორპუსში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა და მისი მოადგილე ლაშა საღინაძე. შეხვედრა გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. ავტორთა კოლექტივს წარმატება მიულოცეს ქალბატონმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ქალბატონმა ნუნუ ოვსიანიკოვამ. სახელმძღვანელოს შესახებ ვრცლად ისაუბრა, პროფესორმა ლევან საბაურმა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი იური დოლოძე, სახელმძღვანელოს რეზენზენტები ლავრენტი ჭუმბურძე და ნანა ლემონჟავა, საერთაშორისო სააუდიტორო კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ აბაიაძე, სააუდიტორი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ცარცვაძე და ბატონი იური პაპასკუა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის
სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსი ბუღალტრების, აუდიტორების და ამ სფეროთი
დაინტერესებული მკითხველისათვის.