2016-06-02

ვაკანსია ბუღალტრის თანაშემწის და ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი , თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან პარტნიორობით აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის და ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

საერთაშორისო ბუღალტრულ კომპანიათა ალიანსის “MSI Global” -ის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში , აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი  წარმაოდგენს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ბრენდს ბიზნესის აღრიცხვიანობისა და მონიტორინგის ბაზარზე, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოში მოქმედ კომერციულ და არაკომერციულ სექტორს ბიზნესის წარმოების პროცესში ბუღალტრული და სამართლებრივი კუთხით, ასევე უზრუნველყოს ბიზნეს სუბიექტები კომფორტული, გარანტირებული და დაცული მომსახურებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: ყოველდღე, გარდა კვირისა, 09:30-დან 18:30-მდე (შაბათი: მოკლე დღე - 10:00-დან 15:00-მდე)

ძირითადი მოთხოვნები:

  •          დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  •          ACCA -ის კურსები ან საბუღალტრო კურსების სერთიფიკატი სასურველია
  •         ქართული ენა - სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
  •          პროგრამების ცოდნა: MS Office
  •          საბუღალტრო პროგრამების ცოდნა სასურველია

ბუღალტრის თანაშემწის ძირითადი მოვალეობები:

  •       ბუღალტრული დოკუმენტაციის შევსება/დამუშავება
  •    ელ. ფაქტურების/ზედნადებების მიღება-გამოწერა
  •    ხელშეკრულების პირობების შევსება/დამუშავება
  •      ელ. პროგრამაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება
  • კლიენტებთან ურთიერთობა/კორესპონდენცია

ბიზნეს ანალიტიკოსის ძირითადი მოვალეობები:

  •     უცხოური და ადგილობრივი ბაზრის შესწავლა , კონკურენტი კომპანიის სერვისების გაცნობა
  • არსებული სერვისების გაუმჯობესების საჭიროების გამოსავლენად, კლიენტების და თანამშრომლების მოსაზრებების გამოკითხვა, განხილვა, შესწავლა
  •   კანონმდებლობის ცვლილების მონიტორინგი
  •   პერიოდულად არსებულ სერვისებში გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენა და ანალიზის გაკეთება
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

შერჩეული კანდიდანტები გაივლიან 3 თვიან უფასო, არაანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟირების პერიოდის წარამტებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება სრული განაკვეთით.   მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგიტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 599 38 78 95.

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე