ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-09

უნივერსიტეტის 98 წლის იუბილე და თანამშრომლების დაჯილდოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ივანე ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის მედლებით  თსუ-ს ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.



ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან განსაკუთრებული მეცნიერული ღვაწლისა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდნენ პროფესორები: მირიან ტუხაშვილი, იური ანანიაშვილი და რევაზ გველესიანი.



უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა მოწვეული პროფესორი კლიმენტი აჩელაშვილი.



ასევე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა ასისტენტ პროფესორი მანანა ხარხელი ფაკულტეტთან არსებული საქველოქმედო ორგანიზაცია "სწავლის ხელშეწყობის ფონდის" დაფუძნებისათვის.



Print

« იხ. ყველა სიახლე