2014-04-15

კლაუს ჰიპმა გამარჯვებული სტუდენტები შეარჩია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები

ნანა ავალიანი, ბიზნესის ადმინისტრირება, მე-2 კურსი
ანა აბულაძე, ბიზნესის ადმინისტრირება, მე-3 კურსი
ანი თოდუა, ეკონომიკა, მე-3 კურსი

2014 წლის ზაფხულში საწარმოო პრაქტიკას გაივლიან გერმანიაში, ბავშვთა კვების პროდუქტების მსოფლიოში ცნობილი ბრენდის HIPP საწარმოში.

ისინი ა.წ. 7 აპრილს ჩატარებული წერითი გამოკითხვის შედეგად შეარჩია თვით ამ საწარმოს მფლობელმა, ბატონმა კლაუს ჰიპპმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი გერმანელი მეწარმე, საქართველოს საპატიო კონსული გერმანიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ბატონი კლაუს ჰიპი სისტემატიურად ატარებს საჯარო ლექციაბს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ეთიკის მიმართულებით. იგი ყოველწლიურად ირჩევს ორ–სამ სტუდენტს და საკუთარი სახსრებით იწვევს გერმანიაში, ჰიპის საწარმოში საზაფხულიო პრაქტიკის გასავლელად.
Print

« იხ. ყველა სიახლე