ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-22

თსუ ახალგაზრდული ცენტრის შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან

27 სექტემბერს, 14:00 საათზე თსუ-ს მაღლივ კორპუსში (აუდიტორია 206) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სხვადასხვა კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიდან,  ჩატარდება მცირე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. შეხვედრა თსუ-ს ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობის გაცნობას დაეთმობა და დაახლოებით 30-40 წუთს გაგრძელდება.  შეხვედრას დაესწრებიან როგორც თსუ ახალგაზრდული ცენტრის, ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის (1+4 პროგრამა) ბაზაზე. ის ორიენტირებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდაზე. ცენტრში გაწევრიანებული სტუდენტები თემატურ ჯგუფებად (ქვეკლუბებად) იყოფიან და საშუალება ეძლევათ თავიანთი ინიციატივები და იდეები განახორციელონ.

თსუ ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში. აღნიშნულ 5-წლიან პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. PITA-ს პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.


საკონტაქტო პირი:
ქეთევან ჯაჭვაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR
მობ.: 595 51 10 50
ელ.ფოსტა: ketevanjachvadze@gmail.com
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:      www.facebook.com/tsuyouthcenter/


Print

« იხ. ყველა სიახლე