წიგნის პრეზენტაცია
2011 წლის 29 დეკემბერს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის
ორგანიზებით გაიმართება ბატონ თემურ კოპალეიშვილისა და მიხეილ ჩიკვილაძის
ახალი წიგნის "გადასახადები და დაბეგვრა" პრეზენტაცია.