ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
და
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტი
გთავაზობთ
ორმაგი ხარისხის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას
ბიზნესის ადმინისტრირებაში.
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: "საერთაშორისო საწარმოთა მართვა".
სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა: ორი წელი (ოთხი სემესტრი),
პირველი სასწავლო წელი - საქართველოში, მეორე სასწავლო წელი - გერმანიაში.
სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ორმაგ ხარისხს (ქართულს და გერმანულს):
MBA-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან და
M.Sc in BA იენის უნივერსიტეტის მხრიდან.
მინიჭებული მაგისტრის ხარისხით კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ მუშაობა დაიწყონ როგორც საქართველოსა და გერმანიის, ისე ევროპის სხვადასხვა საწარმოებში და მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო კორპორაციებში.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** ერთიანი სამაგისტრო გამოცდები (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი);
** ინგლისური ენის გამოცდა (ელემენტარული);
** შიდა შესარჩევი გამოცდა ეკონომიკის პრინციპებსა და ბიზნესის საფუძვლებში;
** სწავლების საფასური: 1500 ევრო სემესტრში.
პროგრამა ფინანსდება გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის DAAD-ის მიერ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ:
** სტიპენდიები სწავლების დაფინანსებისათვის;
** სტიპენდიები გერმანიაში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებისთვის.
პირველ სასწავლო წელს, პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი საგნების გარდა, სტუდენტები დამატებით გაივლიან გერმანული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს.
საბუთების მიღება 2013 წლის 5 სექტემბრამდე, 15:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე, ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა.
მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
0186, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 416,
ტელეფონი: (+995 32) 2 30 41 49
ფაქსი: (+995 32) 2 30 00 32
ვებ გვერდი:
www.mie.tsu.ge
www.mie.uni-jena.de
საკონტაქტო პირები:
სოფიკო ჯვარშეიშვილი - პროგრამის მენეჯერი
მობილური - 5 77 25 30 98; sofiko.dzhvarsheishvili@tsu.ge
ლაშა ტაბატაძე - პროგრამის კოორდინატორი
მობილური - 5 77 23 39 55; lasha.tabatadze@tsu.ge