2015-04-28
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრისა და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, რომელიც წელს თბილისში გაიმართება, ბანკის წარმომადგენლები შეხვდებიან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (13 მაისს) და კურსდამთავრებულებს (16 მაისს) ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.შეხვედრების მიზანია შესაბამისი განათლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულების ინფორმირება EBRD-ს ამჟამინდელ და სამომავლო საჭიროებებზე ადამიანური რესურსების მიმართულებით, გეგმების, პერსპერქტივების, დასაქმებისა თუ პროფესიული ზრდის შესაძლებლობების გაცნობა.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა. სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (13 მაისის შეხვედრა) შეუძლიათ, 24 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/a/tsu.ge/forms/d/1HLrO6EpoQ-_yRm-9w7Pz6EExWcgrRkJD62-4Wy5SfDw/viewform
ხოლო, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2013 და 2014 წლის კურსდამთავრებულებს (16 მაისის შეხვედრა) შეუძლიათ, 1 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/a/tsu.ge/forms/d/1MMNafkq9ClqdkbsdLmKC6n3e8tpJsH4_sdsfVrJIkgw/viewform
« იხ. ყველა სიახლე